ვარდები

აგონიაში ჩავარდი დილით,
უტოპიაში შევცურე დღისით,
საღამო ხანებს ვნახავ ნაზ ვარდებს,
ვარდებს ეკლიანს მოვწყვიტავ ამ დღეს.

შევცურავ თვალთა მღელვარე ზღვაში,
ჩავიძირები როგორც თოლია,
როს დაგინახავ ამ ლამაზ ბაღში,
ამ უტოპიის ვარდებს მოგიტან.